LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იუსკი“ 6 წლისაა – სკანდინავიური ბრენდი იუბილეს გრანდიოზული ფასდაკლებებით აღნიშნავს

110
jysk1

დღეს „იუსკი“ იუბილეს აღნიშნავს. 2016 წლის ოქტომბერში სკანდინავიური ბრენდის პირველი მაღაზია გაიხსნა საქართველოში. საერთაშორისო საცალო სავაჭრო ქსელს დღეს ექვსი ფილიალი აქვს, 4 ფილიალი – თბილისში, ხოლო თითო ფილიალი – ქუთაისსა და ბათუმში. როგორც „იუსკის“ მარკეტინგის ჯგუფის უფროსი სოფო შაკვაციშვილი „რადიო ფორტუნასთან“ საუბარში ამბობს, “იუსკი” კონკურენტებისგან იმით გამოირჩევა, რომ ყველანაირ სეგმენტზეა გამიზნული და ქსელში ყველას აქვს შესაძლებლობა, შეიძინოს ნივთი ხელმისაწვდომ ფასად.

„ჩვენი სლოგანია – სკანდინავიური ხარისხი თქვენი სახლისთვის. ამით კი ყველაფერი ნათქვამია. ჩვენ გამოვირჩევით იმით, რომ ყოველ კვირას შემოდის ახალი პროდუქცია და მარაგები ივსება ძალიან ხშირად. გარდა ამისა, გვაქვს ონლაინ მაღაზია და მომხმარებლებს ნივთის შეძენა სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ, მიწოდება ძალიან სწრაფად ხდება. სამომავლოდ, ვგეგმავთ, რომ თბილისში გავფართოვდეთ და ასევე სხვადასხვა რეგიონში გაიხსნას ახალი ფილიალები“, – ამბობს სოფო შაკვაციშვილი.

იუბილესთან დაკავშირებით, დღეს “იუსკი” გრანდიოზულ ფასდაკლებებს იწყებს.

„დღეიდან, სრულ ასორტიმენტზე იქნება 30-50%-მდე ფასდაკლება. 40%-იანი ფასდაკლება გავრცელდება საბან-ბალიშზე, მატრასებზე, 50%-იანი ფასდაკლება შერჩეულ მოდელებზე, ხოლო დანარჩენ სრულ ასორტიმენტზე 30%-იანი ფასდაკლება. გარდა ამისა, მომხმარებლებს ჩვენს ფილიალებში დახვდებათ ნამდვილი დღესასწაული და უამრავი სიურპრიზი“, – ნათქვამია „იუსკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

8-9 ოქტომბერს ბრენდის ყველაზე დიდი ფილიალი იმუშავებს 00:00 საათამდე. ფასდაკლება გავრცელდება როგორც თბილისის, ასევე ქუთაისის და ბათუმის ფილიალებში.

(R)