იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ დღეს საქართველოში მედია ისეთი თავისუფალია, როგორც არასდროს.
„საქართველოში დღეს რომ მედია არის თავისუფალი, არასდროს ყოფილა ისეთი თავისუფალი.. თქვენ შეიძლება პატარა ხართ და ამის შესახებ არ გაქვთ ინფორმაცია, მაგრამ აი, თქვენს კოლეგებს ჰკითხეთ, მაგალითად, „იმედში“ 2007 წელს რა მოხდა, როგორ მოხდა.
იქნებ ამ ისტორიით დაინტერესდეთ. როდესაც დღეს მედიაპლურალიზმზე მესაუბრებით, ცოტა არ იყოს, ღიმილის მომგვრელია,“ – მიმართა ბრეგაძემ ჟურნალისტს.