LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იუსტიციის საბჭოს განცხადებით, უვადო მოსამართლის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ წინასწარ იცოდნენ

66
Untitled design (2)

“2021 წლის 5 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე მაია სვიანაძე პირადი განცხადების საფუძველზე მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლდა.” – იუსტიციის უმაღლესი საბჭო განცხადებას ავრცელებს და ეხმიანება გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთმა მოქმედმა მოსამართლემ სამსახურში შვებულება აიღო, ამერიკის შეერთებულ შტატებში შვილთან ერთად გაემგზავრა და იქიდან გამოუგზავნა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს განცხადება, სადაც მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების ითხოვდა.

ერთ-ერთი მოსამართლე შვილთან ერთად აშშ-ში წავიდა და იქ დარჩა: ნაზი ჯანეზაშვილი

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში აცხადებენ, რომ ამის შესახებ მათ იცოდნენ.

“მოსამართლემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წერილით 2021 წლის 26 მარტს მომართა. 2021 წლის 5 აპრილს გამართულ სხდომაზე საბჭოს წევრებმა განკარგულებას მხარი დაუჭირეს და მაია სვიანაძე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა.

მაია სვიანაძე უფლებამოსილების შეწყვეტამდე შვებულებაში იმყოფებოდა. ის ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში შვილთან ერთად ცხოვრობს. მისი შვილი წლებია შტატების მოქალაქეა და ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტში მუშაობს. მაია სვიანაძის გადაწყვეტილების შესახებ, მოსამართლის თანამდებობის დატოვების თაობაზე, წინასწარ იყო ცნობილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის.” – აღნიშნულია განცხადებაში.

უმაღლესი საბჭოს ცნობით, მაია სვიანაძე მოსამართლის უფლებამოსილებას 2009 წლიდან ახორციელებდა. 2017 წლიდან კი თანამდებობაზე განწესებული იყო უვადოდ.

შეგახსენებთ, გუშინ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ერთ-ერთმა მოქმედმა მოსამართლემ მაია სვიანაძემ სამსახურში შვებულება აიღო, ამერიკის შეერთებულ შტატებში შვილთან ერთად გაემგზავრა და იქიდან გამოუგზავნა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს განცხადება, სადაც მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების ითხოვდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g