იუსტიციის სახლი 1-10 იანვრის უქმეებზე, ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს. ფილიალები მხოლოდ 1 და 2 იანვარს, ასევე, შობის დღესასწაულზე – 7 იანვარს არ იმუშავებენ.
იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ პერიოდში მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება იუსტიციის სახლის უკლებლივ ყველა სერვისი.
შაბათ-კვირას, 8 და 9 იანვარს, მხოლოდ დაჩქარებული სერვისები იქნება ხელმისაწვდომი.