LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იუსტიციის სამინისტრო პირველი სახელმწიფო უწყებაა საქართველოში, სადაც თანამშრომელთა შვილებისთვის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შენობაში საბავშვო ბაღი იმუშავებს

137
BeFunky-collage (12)

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შენობაში საბავშვო ბაღი გაიხსნა. იუსტიციის სამინისტრო პირველი სახელმწიფო უწყებაა საქართველოში, სადაც თანამშრომელთა შვილებისთვის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შენობაში საბავშვო ბაღი გაიხსნა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობით, თანამშრომლებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთ სივრცეში გაატარონ სამუშაო საათები და ამავდროულად მათი პატარები აღნიშნული ბაღის აღსაზრდელები იყვნენ.

საბავშვო ბაღი აღჭურვილია კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით, სათამაშო მოედნებითა და უსაფრთხოების სისტემით. ბაღი აკმაყოფილებს ყველა იმ სტანდარტს, რაც ბავშვთა სწორი განვითარებისთვის არის დადგენილი.

 

 

საბავშვო ბაღი საზეიმო ვითარებაში გახსნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით დევიძემ. ღონისძიებას სააგენტოს თანამშრომლები, ბაღის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ბაღის აღსაზრდელები ესწრებოდნენ.

magti 5g