LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანე ჩხაიძე: 15 მარტიდან 1-ელ ოქტომბრამდე პერიოდში 5 500 გარდაცვლილიდან 98,9 % არავაქცინირებულია – ვაქცინა გარდაცვალებისგან გვიცავს

88
1039063890

“15 მარტიდან 1-ელ ოქტომბრამდე 5 500 გარდაცვლილიდან 98,9 % არის არავაქცინირებული,” – ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ “იმედის” ეთერში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შესაძლოა ვაქცინა ინფიცირებისგან არ გვიცავდეს, მაგრამ გარდაცვალებისგან ნამდვილად გვიცავს.

„ეს არის ციფრი, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სხვადასხვა ინტერპრეტაცია მივცეთ, ეს არის ციფრი, რომელიც მიუთითებს, რომ დიახ, ვაქცინაცია არ გვიცავს ინფიცირებისაგან, მაგრამ ის ნამდვილად გვიცავს გარდაცვალებისგან. ეს არის ძირითადი არგუმენტი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, თუ რატომ უნდა გავიკეთოთ ვაქცინა“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ჩხაიძე: იმედს ვიტოვებთ, რომ შესაძლოა ომიკრონი პანდემიის დასასრულის მომასწავებელი იყოს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები