LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანე ჩხაიძე: თუ დეკემბერში ვაქცინაციის 60%-იან ზღვარს ვერ გადავლახავთ, შეზღუდვები გაგრძელდება

71
ივანე ჩხაიძე

„თუ დღიურად 20 ათასი აცრა არ გაკეთდება, მაშინ რეალური რისკი არსებობს იმისა, რომ დეკემბრის ბოლოსთვის 60 %-იანი ზღვრის გადალახვა ვერ მოხერხდება,“ – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, თუ დეკემბერში ვაქცინაციის 60%-იან ზღვარს ვერ გადავლახავთ, გაგრძელდება შეზღუდვები, ნიღბის ტარების ვალდებულება და ის არაკომფორტული გარემო, რაც ქვეყანაშია შექმნილი.

„თუ მომდევნო დღეების, სამუშაო დღეების განმავლობაში ყოველდღიურად ვაქცინირებულების რაოდენობამ 20 ათასს არ გადააჭარბა, მაშინ რეალური რისკია იმისა, რომ დეკემბრის ბოლოსთვის ვერ მოვახერხოთ 60 %-იანი ზღვრის გადალახვა.

ეს რისკი მართლაც არსებობს. თუ ვერ გადავლახავთ დეკემბერში 60%-იან ზღვარს, გაგრძელდება შეზღუდვები, ნიღბის ტარების ვალდებულება და ის არაკომფორტული გარემო, რაც ქვეყანაშია შექმნილი“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ვაქცინაციის ტემპი შემცირდა, ეს ძალიან საგანგაშოა – გაბუნია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g