“ველურ გარემოში დავიწყე რუსეთში ბიზნესი და იქაც არ გამიგია, რომ ასეთი ტრანზაქცია კეთდებოდა”, – ასე აფასებს ბიძინა ივანიშვილი 2008 წლის საბანკო ტრანზაქციას, რომლის კანონიერების შესწავლაც სამართალდამცავებმა 2019 წელს დაიწყეს.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, ხელისუფლებას მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე უტევენ და არა თავად ხელისუფლება მათ.
„ორკესტრირებული შეტევა არისო „თიბისი ბანკზე“, გავახსენებ საზოგადოებას ორკესტრირებული შეტევა იყო 2011 წელს „ქართუ ბანკის“ მიმართ. დღევანდელი გადმოსახედიდან, რაც ხდება „თიბისი ბანკის“ მიმართ და მამუკა ხაზარაძის ირგვლივ, პირიქით მიმაჩნია, რომ ისინი უტევენ ხელისუფლებას, ვიდრე ხელისუფლება მათ. ზოგადად, რაც შეეხება განვითარებულ მოვლენებს: პროცესი დასრულებულია ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ღირსეული ნაბიჯები გააკეთა მან ეს ყველაფერი დაამტკიცა პარლამენტში, დაამტკიცა საჯაროდაც, ლონდონშიც იყო საჩივრები იქაც შესატყვის გაკეთდა რეაქციები და ეს ორი პიროვნება გამოყვანილია სამეთვალყურეო საბჭოდან. ბანკმა ჯარიმაც გადაიხადა და კითხვები აღარ არის, თუმცა არ ცხრებიან ოპონენტები“, -განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.