LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანიშვილი უმრავლესობიდან წასულ დეპუტატებზე : “ღია კარის მტვრევით” წავიდნენ, გუნდი თითქმის დაწყნარდა

117
1550755109_12

ეკა ბესელიას, გედევან ფოფხაძეს, ლევან გოგიჩაიშვილს და ზვიად კვაჭანტირაძეს წასვლის მიზეზი არ ჰქონდათ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ყოფილი თანაგუნდელების პარტიიდან წასვლის მიზეზებზე საუბრისას განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, ამ ადამიანებმა “ღია კარის მტვრევით” დატოვეს პარტია. მისივე თქმით, წასვლის მიზეზად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხი საბაბად ვერ გამოდგება.

„ჩემი აზრით, მათ წასვლის მიზეზი არ ჰქონდათ. ღია კარის მტვრევით წავიდნენ და ამას დავასაბუთებ. ზოგადად, როდესაც პოლიტიკოსს არ აქვს კარგი საფუძველი იმისა, რომ საკუთარი გუნდი დატოვოს, მას ძალიან გაუჭირდება პოლიტიკური პერსპექტივის შექმნა. ამ მხრივ, მე მათ გზა დავულოცე და დღესაც ასევე გავიხსენებდი ჩემს თანაგუნდელებს, თუმცა მათ ძალიან გაუჭირდებათ პოლიტიკური მომავლის შექმნა, რამეთუ მათ ვერ ჩამოაყალიბეს წასვლის მიზეზი. საბაბადაც ვერ გამოდგება ის მიზეზი, რასაც ისინი ასახელებდნენ,“ – განაცხადა ივანიშვილმა.

ამასთან, ბიძინა ივანიშვილი მმართველ გუნდში ბოლო დროს განვითარებულ პროცესებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში ემოციურობა შეინიშნება.

“შეიძლება ითქვას, რომ მთელი საპარლამენტო გუნდში იყო გარკვეულ წილად დაბნეულობა, დამჭირდა მრავალჯერადი ხანგრძლივი შეხვედრები უმრავლესობასთან და მემგონი შედეგი მივიღეთ. პრაქტიკულად გამოიკვეთა სამი ადამიანი, რომელიც წავიდა და რომელიც ძირითადად ემოციებით ცდილობდა მთელი გუნდი დაერწმუნებინა რაღაც ფასეულობებში. მოგვიანებით, მეოთხე დაემატა, სოციალისტები არ მყავს მხედველობაში მათ დატოვეს გუნდი და გუნდი თითქმის დაწყნარდა, თუმცა იქ კიდევ არის პატარა პრობლემები, რომლის დალაგებაც გაცილებით იოლია”, — განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა იმედთან ინტერვიუს დროს.

მისივგე თქმით, ფასეულობები პარტიიდან წასულ დეპუტატებს აერიათ და არა ქართულ ოცნებას.

“ყოველთვის ყველა ვაცხადებდით, რომ კონსტიტუციის საწინააღმდეგო არაფერი უნდა შემოვიღოთ, ეს სამეული მუდამ აპელირებდა ისეთი კრიტერიუმებით, რომელიც ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციას და რომელსაც თვითონ მისცეს ხმა წლების წინ და ესეც გაუგებარია. მათი პრინციპები იყო მთავარი, სია გაიწვიეს, კრიტერიუმებზე ვმუშაობთ, პარლამენტშიც აღარ დავტოვეთ არანაირი ვიწრო ადგილი”, — ამბობს ივანიშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g