LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანიშვილის ბრიყვული ნაბიჯები მთელ ქვეყანას აზიანებს, ის ძალაუფლებას უფრთხილდება – გიგა ბოკერია

146
ბოკერია

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია რადიო “ფორტუნას” “დღის თემაში” მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ დაწყებულ პროცესებს აფასებს.

ბოკერიამ “ფორტუნას” განუცხადა, რომ ყველას უნდა ახსოვდეს, როდის დაიწყო ხაზარაძე-ჯაფარიძის მიმართ გამოძიება. 

ჩვენ გადავიწევთ უკანა პლანზე, შევცვლით ანაკლიის მმართველ საბჭოს - მამუკა ხაზარაძე

ამ პირობებში შეუძლებელია ბანკებს 650 მილიონი დოლარის ინვესტიციაზე ესაუბრო.

“ხაზარაძისა და ჯაფარიძის წინააღმდეგ პროცესი ივანიშვილის სიტყვების მერე დაიწყო. ივანიშვილმა გამოაცხადა მათი დემონიზება საჯაროდ. ამას მოჰყვა პროკურატურის ნაბიჯები, ეროვნული ბანკის ნაბიჯები და ბევრი სამარცხვინო ამბავი. ყველა ვერსია, რომელიც დღემდე გამოითქვა, უბრალოდ პოლიტიკური ეჭვიანობისა და შიშის ვერსია, ვინც რას ივარაუდობს, არის ლეგიტიმური. ანაკლიის ვერსიაც ლეგიტიმურია ივანიშვილის პოლიტიკის ფონზე, როცა მას პუტინის ხელისუფლების გაღიზიანება არ უნდა ხოლმე, ვითომ ამით ხალხს უფრთხილდება, სინამდვილეში თავის ძალაუფლებას უფრთხილდება, ოღონდ ბრიყვულად. ყველა ეს ვერსია ლეგიტიმურია, მე არ ვიცი რა დოზით რომელი იყო გადამწყვეტი, რომ ამ ხალხმა (ხაზარაძე-ჯაფარიძე) უკან არ დაიხია და პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება მიიღეო. ჩვენი მთავარი გზავნილი ისაა, რომ ყველა ეს ნაბიჯი, ივანიშვილის ბრიყვული ნაბიჯები აზიანებს არა მხოლოდ ორ ადამიანს, არამედ ქვეყანას, ჩვენს ეკონომიკას, ამიტომ ეროვნული ამოცანაა, რომ ეს ხალხი მშვიდობიანად ისტერიკის გარეშე ჩამოვაცილოთ ხელისუფლება შემდეგ არჩევნებზე”, – აცხადებს ბოკერია.