LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ივანიშვილის დღევანდელი განცხადება გორში ეროვნული სირცხვილია…მან და „ქართულმა ოცნებამ“ ბოდიში უნდა მოიხადოს მოღალატეობრივი განცხადებისთვის“ – „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“

211
2024-09-15_01-31-44_255970

ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი განცხადება გორში ეროვნული სირცხვილია. ამ განცხადებით „ქართული ოცნება“ ემსახურება მხოლოდ რუსეთის ინტერესებს, ძირს უთხრის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას და ვნებს საქართველოს ეროვნულ ინტერესს, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადების თანახმად, ქართველი ხალხის სიმართლე დადასტურებულია საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებით ჰააგასა და სტრასბურგში, ასევე ეუთოსა და ევროპის საბჭოს რეზოლუციებით.

„ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი განცხადება გორში ეროვნული სირცხვილია. ამ განცხადებით „ქართული ოცნება“ ემსახურება მხოლოდ რუსეთის ინტერესებს, ძირს უთხრის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას და ვნებს საქართველოს ეროვნულ ინტერესს.

მან და „ქართულმა ოცნებამ“ ბოდიში უნდა მოიხადოს ქართველი ხალხის წინაშე ამ მოღალატეობრივი განცხადებისთვის. ასევე იმისთვის, რომ 12 წლის მანძილზე ხალხი გაღარიბდა, ქვეყანა დაიცალა, შობადობა ისტორიულ მინიმუმზეა და საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში მოექცა.

ქართველი ხალხის სიმართლე დადასტურებულია საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებით ჰააგასა და სტრასბურგში, ასევე ეუთოსა და ევროპის საბჭოს რეზოლუციებით.

26 ოქტომბერს ქართველი ხალხი გაიმარჯვებს „ქართულ ოცნებაზე“ და ერთიანობითა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზით განახორციელებს მშვიდობიან პოლიტიკას ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად. საქართველო აუცილებლად იქნება ერთიანი და მშვიდობიანი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გორში, რეგიონულ ღონისძიებებაზე სიტყვით გამოსვლისას განახცადა: „გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები”.

ბიძინა ივანიშვილი – „12 წელი დაგვჭირდა, რომ საფუძვლიანად გამოგვერკვია ყველაფერი და 2008 წლის ტრაგედიისათვის პოლიტიკური შეფასება მიგვეცა. დღეს, ყოველგვარი მორიდების გარეშე ვსაუბრობთ ომის გამჩაღებელ „ნაციონალურ მოძრაობაზე“, რამეთუ ხელთ გვაქვს მათ მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულის უამრავი სამტკიცი“

„ბიძინას გამოსვლის შემდეგ „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას“ თავისუფლად შეუძლია, საქართველოს მრავალ მილიარდიანი კომპენსაცია მოსთხოვოს მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად“ – გია ხუხაშვილი

„თბილად მივესალმებით!“ – მარგარიტა სიმონიანი ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე

magti 5g