LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანიშვილის პერსონალური მორჩილი, მასხარა, კლოუნი: დღეს პარლამენტში შოთაძეს მოუსმენენ

117
shotadze22

ყოფილ გენერალურ პროკურორს ირაკლი შოთაძეს დღეს პარლამენტში მოუსმენენ. იურიდიული კომიტეტის დღევანდელი სხდომა სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქციის ფონზე ჩაივლის. რაც შეეხება პოლიტიკოსებს, ისინი პარლამენტის პიკეტირებას და სირცხვილის დერეფნის მოწყობას სამშაბათიდან აპირებენ. შოთაძის კანდიდატურას პლენარულ სხდომაზე კენჭი ხვალ უნდა ეყაროს.

ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის თანამდებობის კანდიდატია – კიდევ ერთი მეორედ მოსვლა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, შოთაძის დაბრუნება გენპროკურორად საზოგადოების კიდევ ერთი  შეურაცხყოფაა.

“ყველამ ისედაც იცოდა, რომ ივანიშვილის სისტემის პირობებში, ყველა ვარიანტში, გენერალური პროკურორი მისი პერსონალური მორჩილი, მასხარა, კლოუნი იქნებოდა. მაგრამ ეს დიდი პრობლემაა და მისი დამარცხების შემდეგ ეს სისტემა მთლიანად უნდა შეიცვალოს.

ვაპირებთ კვლავ პიკეტირებას და იქნება მშვიდობიანი კორიდორი და მათ მოუწევთ, ისევ იმავე მეთოდებით შეაპარონ პარლამენტში ეს სამარცხვინო კლოუნები და საზოგადოების შეურაცხყოფის სიმბოლო   ირაკლი შოთაძე”, – განაცხადა  გიგა ბოკერიამ.

საპროკურორო საბჭომ პარლამენტს გენპროკურორობის კანდიდატად ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე 7 თებერვალს წარუდგინა.შოთაძეს მხარი საბჭოს 13 წევრიდან 11-მა დაუჭირა.

გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ბოლო გენპროკურორმა, შალვა თადუმაძემ პოსტი დატოვა. ამის შემდეგ ის ჯერ უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დანიშნეს, შემდეგ კი უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის თავმჯდომარე გახდა.

ირაკლი შოთაძე გენპროკურორობის შესარჩევ შემდეგ ეტაპზე გადაიყვანეს – საპროკურორო საბჭოს მიერ შერჩეულ კანდიდატთა ოთხეული

ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის თანამდებობიდან 2018 წლის 31 მაისს გადადგა.შოთაძის გადადგომას წინ უძღოდა ხორავას ქუჩაზე 2017 წლის დეკემბერში მოკლული დავით სარალიძის ოჯახისა და მისი მხარდამჭერების აქციები გამოძიების პროცესში არსებული დარღვევების გასაპროტესტებლად.

სარალიძე შოთაძეზე: სურს დაგვანახოს თავისი უდანაშაულობა დათუჩას მიმართ

"ჩემთვის არანაირ მნიშვნელობას არ წარმოადგენს ბატონი ირაკლი შოთაძის გენპროკურორად დაბრუბა"

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g