LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანიშვილის რეჟიმს ყველა ვადა უკან აქვს ჩამოტოვებული – რას აცხადებენ რუსთაველზე, აქციაზე მისული პოლიტიკოსები

436
პოლიტიკოსებოი

პარლამენტის შენობასთან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებით აქცია – „შინ ევროპისკენ” მიმდინარეობს.

აქციაზე მისული პოლიტიკოსები სიტყვით არ გამოდიან, ჟურნალისტებთან საუბრისას კი აცხადებენ, რომ ევროკომისიის 12 მოთხოვნის შესრულებაზე პასუხისმგებლობა ხალხმა უნდა აიღოს.

მუდმივად უნდა ვაჩვენოთ, რომ ბევრნი ვართ, ვისაც ევროპული მომავალი გვინდა. ახლა ბურთი ნამდვილად ჩვენს მოედანზეა, – ამის შესახებ „ხალხის პარტიის“ ლიდერმა ანა დოლიძემ ჟურნალისტებს რუსთაველის გამზირზე განუცხადა, სადაც აქცია „შინ ევროპისკენ“ მიმდინარეობს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხალხმა, მათ შორის აქ მოსვლით დააფიქსიროს საკუთარი უკმაყოფილება და საკუთარი ევროპული ორიენტაცია. რუსულმა საინფორმაციო ომმა და საინფორმაციო ოპერაციებმა აქ არ უნდა იმუშაოს. მუდმივად უნდა ვაჩვენოთ, რომ ბევრნი ვართ, ვისაც ევროპული მომავალი გვინდა.

ახლა ბურთი ნამდვილად ჩვენს მოედანზეა. ფიზიკურად ღარიბაშვილი დარჩება, თუ არ დარჩება, არ არის მნიშვნელოვანი, ამ რეფორმებზე პასუხისმგებლობა ხალხმა უნდა აიღოს. სამუშაო ჯგუფები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პარტიები – ფართო ფორმატის მუშაობა უნდა იყოს. უკვე დავინახეთ, რომ მთავრობა კინაღამ ჩაიჭრა იმ გამოცდაში, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალს“, – აღნიშნავს ანა დოლიძე.

ივანიშვილის რეჟიმს ყველა ვადა უკან აქვს ჩამოტოვებული – რომც გაგვმართლებოდა და კანდიდატობა მიგვეღო, ესეც კი არ იქნებოდა საკმარისი, რადგან საბოლოო ამოცანა ნორმალურ ლიბერალურ დემოკრატიად სრული ტრანსფორმაციაა, რაც ივანიშვილის პუტინისტური რეჟიმის პირობებში შეუძლებელია,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ყველას, ვისაც თავისუფლება და დასავლური მომავალი უნდა, უნდა გააცნობიეროს, რომ ეს საკითხი სამოქალაქო აქტივობაზეა დამოკიდებული და ამის აუცილებელი პირობა „ივანიშვილის რეჟიმის ჩამოცილება და ლიბერალური დემოკრატიის შექმნაა“.

„ევროპული საქართველოს“ ხედვა არასდროს იყო ის, რომ ამ რეჟიმს ულტიმატუმი უნდა წავუყენოთ, რაღაც დრო მივცეთ და რამე შანსი არსებობს. იმედი მაქვს, ყველა აქტიური ჯგუფი მკაფიო პოზიციაზე დადგება და ამ მძიმე რეალობას გააცნობიერებს. საზოგადოებას უნდა ავუხსნათ, რომ ივანიშვილის და მისი გარემოცვის პირობებში საქართველოს სამშვიდობოს გასვლის და ევროპული იდენტობის შენარჩუნების შანსი არ აქვს“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

კითხვაზე, რამდენად რეალურია ტექნიკური მთავრობის შექმნის იდეა, ბოკერია ამბობს, რომ ეს მხოლოდ შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ ასეთი მთავრობა დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს, შემდეგ კი ეროვნული თანხმობის მთავრობა შედგება.

მთელი პრობლემა იმაშია, რომ იმ რეფორმების, რომლებზეც ევროკავშირი ლაპარაკობს, „ქართულ ოცნებას“ ეშინია, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე განუცხადა.

როგორც ხიდაშელი აცხადებს, რეალურად დემოკრატიული თამაშის წესებით მოქმედ ქვეყანაში ასეთი ხელისუფლების ადგილი არ არის.

„ქართულ ოცნებას“ აქვს ორი გზა, ერთი – რომ დიახ, უნდა გადადგეს ხელისუფლება და მეორე გზა – დაუყოვნებლივ დაიწყონ რეფორმების დღის წესრიგის განხორციელებით, მაგრამ მთელი პრობლემა იმაშია, რომ იმ რეფორმების, რომლებზეც ევროკავშირი ლაპარაკობს, რა თქმა უნდა, „ქართულ ოცნებას“ ეშინია.

პროპორციული, სამართლიანი არჩევნები, სამართლიანი სასამართლო, თავისუფალი მედია ერთმნიშვნელოვნად ნიშნავს, რომ ისინი ხელისუფლებას კარგავენ იმიტომ, რომ რეალურად დემოკრატიული თამაშის წესებით მოქმედ ქვეყანაში ასეთი ხელისუფლების ადგილი არ არის. ამიტომ სათადარიგო სკამი მოკლეა იმ მოქმედებების, თუ რა შეიძლება ახლა გააკეთოს „ქართულმა ოცნებამ“, თუმცა მათ აქვთ შანსი, რომ ამით მაინც დარჩნენ საქართველოს ისტორიაში – კი ბატონო, აქამდე რაც დააშავეს, დააშავეს, მაგრამ კრიტიკულ მომენტში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღონ“, – განაცხადა ხიდაშელმა.

პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერის ეკა ბესელიას განცხადებით, „შინ ევროპისკენ“ აქციაზე მოსვლა, ყველას ვალდებულებაა განურჩევლად იმისა, ვინ, რას ფიქრობს და რა პოზიციაზეა.

მისი მოსაზრებით, ეს ეხება ქვეყნის მომავალს, რადგანაც ახლა არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გზაჯვარედინი და ყოყმანი იმაზე, რომ უნდა იდგენენ, თუ არა მოქალაქეები პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, ძალიან უხერხულია.

„ამიტომ, ვდგავარ აქ და აქ, დგას ჩემი ოჯახი, დგას ის ხალხი, ვინც წლების წინ აქ იდგა აქციებზე. ეს არის ის არჩევანი, რასაც ჩვენ ღირებულებების არჩევანს ვუწოდებთ.

აქ უნდა ვიდგეთ იმისათვის, რომ ვაჩვენოთ პოზიცია – საქართველოს უკან დახევის ალტერნატივა არ აქვს, ახლა არის ძალიან კრიტიკული ფაზა და მიხარია, რომ ქუჩაში გამოდიან ახალგაზრდები, სცენაზე დგანან სამოქალაქო აქტივისტები და პირადად, მე ეს ძალიან მაიმედებს“, – აცხადებს ეკა ბესელია.

“წამოიღეთ თბილი ტანსაცმელი, ადგილზე დაგხვდებათ საკვები ობიექტები ცხელი სასმელით, იქნება ძალიან საინტერესო ღამე” – გიგა მაქარაშვილის თქმით აქცია მთელი ღამე არ დაიშლება

ხვიჩია: აქციის მოთხოვნებს არა, მაგრამ ხალხის მოთხოვნას, საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ, ვუერთდები

ივანიშვილი ჩვეულებრივი ადამიანია… დღის ბოლომდე აქვთ ვადა – ჯერ ისევ 3 ივლისია – შოთა დიღმელაშვილი

პროტესტი არ გაჩერდება, ვიდრე მიზანს არ მივაღწევთ – მამუკა ხაზარაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g