LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ივანიშვილმა ოქროს მოპოვების გამო ტყეს გენოციდი მოუწყო,ალგეთის ლეკვები ტირიან ისეთი მდგომარეობაა“- შალვა ნათელაშვილი

208

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი თეთრიწყაროს რაიონში, სოფელ ჯვარაში ჩავიდა და იქ არსებული მდგომარეობის შესახებ, სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა. ნათელაშვილის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილმა ოქროს მოპოვების გამო ტყეს გენოციდი მოუწყოა. მისივე თქმით, ადგილზე ათასობით საღი ხეა მოჭრილი და მიუდგომელ მთაზე გადამალული.

„ლეიბორისტების პარტიის“ ლიდერი ხეების მოჭრაში დამნაშავე პირების დასჯას ითხოვს. ის პროკურატურას მიმართავს დროულად ჩავიდნენ ადგილზე და დაიწყონ ფაქტზე მოკვლევა.

“აქ ჩადენილია საუკუნის ბოროტება. ივანიშვილის ოქროს მაძიებლობის შედეგად ვხედავთ განადგურებულ საქართველოს. ასეთი ბრძოლის ველი, ალბათ,  მეორე მსოფლიო ომის დროს არ ყოფილა. გაიჩეხა საქართველო, ჩრდილი აღარ დარჩა. მთლიანად რეგიონში ონკოლოგიაა მოდებული.

„ალგეთის ლეკვები ტირიან ისეთი მდგომარეობაა დღეს. მოვუწოდებ გენერალურ პროკურორს, შს მინისტრს, ეს დანაშაულის შემთხვევის ადგილი, აქ უკვე პოლიტიკა ზედმეტია. ” – აცხადებს შალვა ნათელაშვილი

https://www.facebook.com/Qocebisdasacini/videos/2080280778919820/UzpfSTEwMDAxMzE4MjEwMjkxMjo0MjQ4NDM5OTQ2MzE2Njc/

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g