LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივერი არის მატადორი, ჟურნალისტები გამოდიხართ ხარს რომ ლახვარს უბრალოდ არჭობენ – მეუფე იაკობი

77
მეუფე და ევერი

უვარგისი ადამიანია და დავით გარეჯში არ უნდა ჩადიოდეს, დაეტიოს, –  ასე ეხმაურება მეუფე იაკობი დავით გარეჯის მონასტრის ტერიტორიაზე კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულ ივერი მელაშვილსა და „მთავარი არხის“ ჟურნალისტზე სავარაუდოდ, სასულიერი პირების მხრიდან თავდასხმას.

„მაგას შეუძლია ოპოზიციურ პარტიებში იაროს, ტაშს ვინც უკრავდა. ქართველ ერთან გამოსასვლელი ცხვირ-პირი მაგას არ აქვს. ახლა როგორც გინდათ ისე შეაფასეთ და ვისაც უნდა ისე შეაფასოს. ჩემი ერის მტრებს ჩვენ სხვანაირად ვეპყრობით“. – აცხადებს ბოდბელი ეპისკოპოსი.

ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა კარტოგრაფი ივერი მელაშვილი “მატადორს” შეადარა, ჟურნალისტები კი “ლახვარს”, რომელსაც ხარს ესვრიან.

სინოდის წევრმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტებსა და ივერი მელაშვილზე თავდასხმის ინციდენტი „შეგნებულ პროვოკაციად” შეაფასა.

“ვინ ნასვამი იყო და ვინ არა, არ ვიცი. გაქვთ საბუთი, რომ ნასვამები იყვნენ? თუ სუნი ამოდიოდათ? გუშინ პრემიერს ჰქონდა ვიზიტი. რა ვიცი, რომ ივერის მხრიდან ეს შეგნებული პროვოკაცია არ იყო, ხო? მე ის ადამიანი არ ვარ, რამე ვთქვა და ვინმემ მითხრას ბოდიში მოიხადეო.

ივერის მელაშვილს რომ დაინახავ, შევადარებდი კორიდას, ხართან რომ გადიან. ივერი არის მატადორი. ჟურნალისტები გამოდიხართ უბრალოდ, რომ ესვრიან ხოლმე, ლახვარს რომ არჭობენ, კლავთ ხარს, ხო? ის ხარი გირქენს მერე, წაგაქცევს. მერე მიაქვთ და აჭმევენ ადამიანებს, ხო? როცა მიდიხარ, პირნათელი ხომ უნდა იყო, თან 6000 ბერის ხსენების დღეა?!

უბრალოდ, ცუდი რა არის იცით? ისეთ პერიოდში დაიჭირეს, სალაპარაკოდ გაუხდა ხალხს. მოეკიდათ ხელი მანამდე, ვის გაახსენდებოდა?”. – ამბობს მეუფე იაკობი.

ამავე თემაზე:

“მთავარი არხის” ინფორმაციით, ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილს სასულიერო პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ

მედიაზე თავდასხმა მიუღებელია: შს მინისტრი

ვიმედოვნებთ, დავით-გარეჯთან დაკავშირებული საკითხი ძმური სიყვარულით, სამართლიანად გადაიჭრება – ილია მეორე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g