LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივნისის შუა რიცხვებში “ასტრაზენეკას” 43 ათას დოზას მივიღებთ, ივნისის ბოლოდან ველოდებით “სინოფარმის” ნახევარ მილიონ დოზას: გამყრელიძე

160
ამირან გამყრელიძე

“ჩვენ ველოდებით, რომ ივნისის შუა რიცხვებში, კოვაქსის საშუალებით, “ასტრაზენეკას” შემდგომ პარტიას, 43 ათას დოზას მივიღებთ,” – მომდევნო თვეების განმავლობაში საქართველო “სინოფარმისა” და “ასტრაზენეკას” ვაქცინების დამატებით დოზებს მიიღებს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა დღეს ისაუბრა და მისაღები ვაქცინების კონკრეტული რიცხვიც დაასახელა.

ამირან გამყრელიძემ ასევე თქვა, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს და კომპანია “ფაიზერთან” უკვე ფორმდება კონტრაქტი, რომელშიც, საუბარია ვაქცინის მილიონი დოზის მიღებაზე მესამე კვარტალში:

” ჩვენ ველოდებით, რომ ივნისის შუა რიცხვებში მივიღებთ “ასტრაზენეკას” შემდგომ პარტიას “კოვაქსის” საშუყალებით, ეს იქნება 43 ათასი დოზა. იცით, რომ მიღწეულია შეთანხმება ჩინურ მხარესთან ნახევარ მილიონ დოზა “სინოფარმის” მიღებასთან დაკავშირებით და წინასწარ თარიღებად განსაზღვრულია ივნისის მეორე ნახევარი და ყველაზე გვიან, ივლისის პირველი რიცხვები. ასევე, საერთაშორისო წითელი ჯვარი გვჩუქნის 100 ათას დოზა “სინოფარმს”, თუმცა აქ ჯერ თარიღები ცნობილი არ არის, ეს ზაფხულში განხორციელდება.

მოლაპარაკება მიმდინარეობს მილიონ დოზა “ფაიზერზე” და უკვე კონტრაქტი ფორმდება, სადაც საუბარია მესამე კვარტალში მილიონ დოზის მიღებაზე. ამის გარდა, 1 400 000 დოზაზე გვაქვს ხელშეკრულება “კოვაქსთან” გაფორმებული და იქიდან ჯერჯერობი მიღებული გვაქვს 115 ათასი დოზა ვაქცინა და ამას დაემატება 43 ათასი დოზა, ამიტომ მესამე კვარტალში, დიდი ალბათობით, “კოვაქსი” ვაქცინების საკმაო რაოდენობას მოგვაწვდის.” – თქვა გამყრელიძემ.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, “კოვაქსის” პლატფორმაზე, “სინოფარმის” გარდა, განთავსდება “ჯონსონი და ჯონსონი” და “ნოვოვაქსი”. მისივე თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს “მოდერნასთან” და “ნოვოვაქსთან”.

magti 5g