LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იწინასწარმეტყველეს, როდის მოხდება კლიმატური კატასტროფა

153
klimati

სხვადასხვა ქვეყნების მეცნიერებმა აჩვენეს, რომ კლიმატი დედამიწაზე 5 წლის განმავლობაში სერიოზულ ცვლილებებს განიცდის: ტემპერატურა ყველგან საშუალოდ 1.5 გრადუსით მოიმატებს.

ნაშრომის ავტორების აზრით, ცვლილებები დაკავშირებულია ელ ნინიოსთან (ესპანურიდან ბიჭუნა). ეს არის ფენომენი, რომელიც კავშირშია წყნარი ოკეანის ეკვატორიული ნაწილის წყლის ზედაპირის ტემპერატურის მერყეობასთან, რაც თავის მხრივ საგრძნობ გავლენას ახდენს კლიმატზე.

როგორც წესი, „ბიჭუნა“ მაშინ ხდება, როდესაც სამხრეთ ამერიკაში თბება, მეტი ტენიანობაა, ხოლო ავსტრალიასა და ინდონეზიაში მშრალი ამინდი და სიცივეა.

კატასტროფის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ერთობლივი ძალისხმევით შემცირდეს გაზების გამონაფრქვევი და გაიზარდოს ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების გამოყენება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები