LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იწყება სიცოცხლის მასობრივი განადგურება“ – შვედი მოზარდის ემოციური გამოსვლა გაეროს კლიმატის სამიტზე (ვიდეო)

653
5d88ec792100005b00eb2f35

2019 წლის 23 სექტემბერს გაეროს კლიმატის ცვლილებების შესახებ სამიტი გაიხსნა, რომელშიც მონაწილეობა შვედმა გოგონამ გრეტა ტუნბერგმა მიიღო.

„თქვენი ცარიელი გამოსვლებით მომპარეთ ოცნებები და ბავშვობა. მე აქ არ უნდა ვიყო, სკოლაში უნდა ვბრუნდებოდე. იწყება სიცოცხლის მასობრივი განადგურება, მაგრამ ერთადერთი რაზეც თქვენ ლაპარაკი შეგიძლიათ – ეს არის ფული და ზღაპრები დაუსრულებელ ეკონომიკურ ზრდაზე. როგორ ბედავთ ამას?!“ – განაცხადა ტუნბერგმა თავის გამოსვლაში.

2018 წელს, ეკოაქტივისტმა სტოკჰოლმის პარლამენტის შენობასთან გაფიცვა მოაწყო და აცხადებდა, რომ აღარ ივლის სკოლაში პარასკევობით, ვიდრე პოლიტიკოსები პარიზის კლიმატის შეთანხმებას არ შეასრულებენ.

იმისთვის, რომ გაეროს კლიმატის ცვლილებების შესახებ დაგეგმილ სამიტში გრეტას მონაწილეობა მიეღო ატლანტის ოკეანე იალქნიანი ნავით გადაცურა და ნიუ-იორკამდე მიაღწია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g