ინტერნეტ გვერდზე Drom.ru იყიდება 1987 წელს გამოშვებული ზაპოროჟეცი, რომელიც 500 000 რუბლად არის შეფასებული. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ავტომობილს მხოლოდ ერთი პატრონი ჰყავდა, გარბენი კი 17,5 ათას კილომეტრს შეადგენს. ЗАЗ-968М ინახებოდა ავტოფარეხში და არ გამოიყენებოდა ზამთრის პერიოდში.
ავტომობილს მშობლიური საბურავები და ქარხნული აგრეგატები აქვს შენარჩუნებული, რომლებსაც რესტავრირება არ გაუვლიათ. ძარაზე, როგორც გამყიდველი იუწყება, არ არის ჟანგი. გარდა ამისა, ავტომობილმა რეტრო-ტექნიკის გამოფენაზეც გაიმარჯვა.
ავტომობილი აღჭურვილია 1,2 ლიტრის მოცულობის ძრავით, რომელიც 40 ცხენის ძალას ავითარებს და მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს.


