LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იყო თუ არა სალომე ასათიანის ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან მეორე დუბლი

98

„ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეების ნაწილის მიერ მოგონილ „შეთქმულების თეორიად“ აფასებს ჟურნალისტი სალომე ასათიანი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გუშინ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასული „ინტერვიუ“ ბიძინა ივანიშვილთან მეორე დუბლი იყო, რადგან პირველი ყოფილ პრემიერს არ მოწონებია.

„სადამდე შეიძლება წავიდეს პოლიტიკური პარანოიით შეპყრობილი აზროვნება, გასაოცარი ამბავია ნამდვილად. ერთი ის “პირველი დუბლი” მანახა, ნეტავ როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო, მართლა მაინტერესებს. მათთვის, ალბათ, წარმოუდგენელია ის, რომ პირველ არხზე გადის კრიტიკული გადაცემები. აწი რა იქნება, ამას ვნახავთ, მაგრამ ჯერჯერობით ასეა. და იმედია ოდესმე მიხეილ სააკაშვილიც გვესტუმრება გადაცემაში. მთელი პრეზიდენტობის დროს ის არც ერთხელ არ დაგვთანხმდა ინტერვიუზე რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს. იყო შემთხვევა, როცა პრაღაში მყოფმა ჩაშალა უკვე დანიშნული ინტერვიუ,“ – წერს ასათიანი „ფეისბუქზე“.

magti 5g