LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯადოსნური ადგილები, რომლებიც ახალი ცხოვრების დაწყებისკენ გიბიძგებთ

23

ახალი ცხოვრების დაწყება გვიანი არასდროს არ არის. მით უმეტეს მაშინ, როდესაც დედამიწაზე უამრავი ადგილია, რომელიც ბოლომდე აღმოჩენილი არ არის და ჩასულებს ბევრ სიურპრიზს უმზადებს. პორტალი „Bright Side” შეეცადე შეედგინა იმ ჯადოსნური ადგილების რეიტინგი, რომელიც ახალი ცხოვრების დასაწყებად საუკეთესო სტარტია.

პირველ პოზიციაზე კი – ავარუას სანაპირო, კუკის კუნძულები გავიდა. ახალი ზელანდიიდან 2000 კილომეტრით დაშორებული ტროპიკული სანაპირო სილამაზით მალდივებს ნამდვილად არ ჩამოუვარდება. თუმცა, მიუხედავად ამისა, კუნძულს ძალიან ცოტა ტურისტი აკითხავს და იქ ბინის დაქირავება სულ რაღაც 130 დოლარადაა შესაძლებელი. გარდა ამისა, კუნძულზე სამსახურის შოვნაც არაა რთული, რაც ახალი ცხოვრების დაწყებას კიდევ უფრო გაამარტივებს.

მეორე ადგილს კი ჩეხეთის რესპუბლიკა და ქალაქი ჩესკი – კრუმლოვი იკავებს. ზღაპრული ქალაქი შუა საუკუნეების დასახლებას გავს და ცხოვრების ღირებულებაც არც თუ ისე დიდია. ერთადერთი პრობლემა რაც ქალაქში წარმოიქმნება არის ის, რომ იქაურებმა ჩეხურის გარდა არც ერთი ენა არ იციან.

ლიდერთა სამეულს კი კამბოჯა და მისი ჯერ კიდევ აღმოუჩენელი მარგალიტი – კოჰ ტონსაი ასრულებს. პატარა კუნძული ჯუნგლებისა და სანაპიროებისგან შექმნილი სამოთხეა და იქ რამდენიმე მეთევზის ოჯახის გარდა არავინ ცხოვრობს. შესაბამისად, ბინის დაქირავება თუ გემრიელად წახემსება კუნძულზე ძალიან იაფი ღირს. ერთადერთი პრობლემა, რაც კოჰ ტონსაის აქვს არის ის, რომ იქაურობა ძალიან ცუდადაა ათვისებული, ამიტომ გარეული ცხოველები სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენენ. თუმცა, ვისაც ცივილიზაციისგან გაქცევა სურს, უკეთეს ადგილს ნამდვილად ვერ იპოვის.