ე.წ. „არისტოკრატული კოდექსი“ ჰერცოგინია მეგან მარკლისთვის ბრიტანელი დიზაინერების მოდელების შერჩევას ითვალისწინებს, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ჯვრისწერაზე მას კლერ უაით კელერის კაბა ეცვა, სადღესასწაულო წვეულებისთვის კი, სტელა მაკარტნის მოდელი მოირგო. თუმცა, ასევე „ბრიტანელმა“ ავტომობილმა – ცისფერმა ელექტრომობილმა Jaguar E-Type Zero თითქმის დაჩრდილა პატარძლის სამოსი და ისე აღფრთოვანდა ბრიტანული პუბლიკა, რომ მისმა შემქმნელებმა მისი ფართოდ წარმოება გადაწყვიტეს.
მართალია, ექპერტების ვარაუდით, Jaguar Classic საკმაოდ ძვირი – საშუალოდ 500 000 დოლარი ეღირება, მაგრამ ბრენდმა უკვე მიიღო შეკვეთები და ახლო მომავალში რამდენიმე ექსკლუზიური ავტოს გამოშვებასაც გეგმავს, რომელიც რეტროდიზაინის მიუხედავად, მხოლოდ უახლესი ტექნიკით იქნება აღჭურვილი.