LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Jaguar-ის ელექტრო კროსოვერი Tesla Model X-ს შეეჯიბრა (ვიდეო)

104

Jaguar-ის ელექტრო კროსოვერი Tesla Model X-ს შეეჯიბრა. კომპანია Jaguar-მა თავისი ახალი I-Pace ორ ტესლას – Model X – 75D-ს და 100D-ს დაუყენა და რბოლის ამსახველი ვიდეორგოლი ბრიტანელი მწარმოებლის Youtube -არხზე უკვე გამოჩნდა.

პილოტების, რომლებიც ამ შემთხვევაში პროფესიონალი მრბოლელები – მიჩ ევანსი და ტონი კანაანი იყვნენ,  მთავარი მიზანი – 96 კმ/სთ-ის განვითარება და შემდეგ უცებ გაჩერება იყო. ხოლო, ვინც დავალებას თავს უფრო სწრაფად გაართმევდა, მოგებულიც ის იყო. პირველ ეტაპზე Jaguar ტესლას Model X-ს შეეჯიბრა.

შეგახსენებთ, რომ ტესლას ამ მოდელს 75 კილოვატიანი აკუმულატორი აქვს. რაც შეეხება 100D-ს მისი აკუმულატორი 100 კილოვატიანია. ორივე შემთხვევაში გამარჯვებული Jaguar-ის ელექტრო კროსოვერი გახდა. ავტომობილი 100 კმ/სთ-ს 4,8 წამში ავითარებს, ტესლა Model X 75D-ს ამისთვის ცოტა მეტი – 4,9 წამი, ხოლო 100D-ს კი მხოლოდ – 4,7 წამი სჭირდება.

საინტერესოა, რომ Jaguar-ის ახალი შემოქმედება ბაზარზე შემოდგომისთვის გამოვა და მისი ღირებულება ჯერ-ჯერობით არ სახელდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები