Jaguar Land Rover-ს აგვისტოს ბოლოს განხორციელებული კიბერთავდასხმის გამო IT ქსელებისა და საწარმოო ოპერაციების შეჩერება მოუწია. კომპანიამ დაადასტურა, რომ ქარხნებში ავტომობილების წარმოება მინიმუმ 1-ელ ოქტომბრამდე არ განახლდება.
BBC-ს ცნობით, ამ დროის განმავლობაში JLR კვირაში დაახლოებით 70 მილიონ დოლარს კარგავს, ხოლო კომპანიასთან დაკავშირებული რამდენიმე მცირე მომწოდებელი გაკოტრების საფრთხის წინაშე დგას. Financial Times-ის ანალიტიკოსის შეფასებით, თუ წარმოება ნოემბრამდე ვერ აღდგება, კომპანიის საერთო ზარალმა შესაძლოა 4,7 მილიარდ დოლარს მიაღწიოს.
კიბერთავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო ჯგუფმა სახელად Scattered Lapsus$ Hunters, რომელიც ამ წელს უკვე დაუკავშირეს რამდენიმე ბრიტანულ მსხვილ საცალო კომპანიაზე შეტევას.
JLR-მა, რომელსაც ქარხნები აქვს ბრიტანეთში, სლოვაკეთში და ინდოეთში და 30 000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს, ორი კვირის წინ აღიარა, რომ ჰაკერებმა შესაძლოა მონაცემები მოიპარეს, თუმცა დეტალები არ გაუმჟღავნებია.