LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Jaguar Land Rover რამდენიმე ასეულ თანამშრომელს შეამცირებს

105
Jaguar Land Rover რამდენიმე ასეულ თანამშრომელს შეამცირებს

Jaguar Land Rover, რომელიც ინდურ კონგლომერატს Tata Motors-ს ეკუთვნის, დიდ ბრიტანეთში 500 თანამშრომლის შემცირებას გეგმავს. ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი გაყიდვების ვარდნა და ხარჯების ზრდაა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, საუბარია „გადარჩენაზე დაფუძნებულ შემცირებაზე“, რაც „ნორმალურ ბიზნესს პრაქტიკად“ მიიჩნევა. შემცირება შეეხება მმართველ რგოლებს და ბრიტანეთში დასაქმებული 33,000 ადამიანის 1.5%-ს.

კომპანიამ მეორე კვარტალის სამწუხარო ფინანსური შედეგებიც გამოაქვეყნა:

გაყიდვები წინა წელთან შედარებით 15%-ზე მეტად შემცირდა – 94 420 მანქანამდე.

ამის მიზეზი გახდა როგორც Jaguar-ის მოძველებული მოდელების წარმოების შეწყვეტა, ასევე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები, რის გამოც კომპანიამ დროებით შეაჩერა ექსპორტი ამერიკაში.

მაისში ექსპორტი აღდგა მას შემდეგ, რაც აშშ-მა და ბრიტანეთმა შეთანხმებას მიაღწიეს:

ტარიფი შემცირდა 27.5%-დან 10%-მდე, თუმცა წლის განმავლობაში ბრიტანეთმა 100,000 ერთეულის ექსპორტს არ უნდა გადააჭარბოს.

ამასთან, Defender, რომელიც ამერიკაში ძალიან პოპულარულია, იწარმოება სლოვაკეთში და შესაბამისად კვლავ სრულად იბეგრება.

გარდა ამისა:

Jaguar-ის გაყიდვები შემცირდა 98%-ით, რაც გამოწვეულია არა მხოლოდ ბრენდის ახალი სტრატეგიით, არამედ შიდა წვის ძრავიანი მანქანების წარმოების მოულოდნელი შეწყვეტით.

მათი ელექტრომობილის, Type 00-ზე დაფუძნებული ახალი ფლაგმანის გამოშვება 2026 წლამდე გადაიდო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები