Jaguar Land Rover-ს 200 ათასზე მეტი შეუსრულებელი შეკვეთა დაუგროვდა. 2022 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, ბრიტანულ ბრენდს 215 ათასზე მეტი წინასწარ გადახდილი შეკვეთა ჰქონდა, თანაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მყიდველთა მეოთხედი ყველაზე ძვირადღირებულ Range Rover-სა და Range Rover Sport-ს ანდაც ყველგანმავალ Defender-ს ელოდება.
Range-ებზე გაზრდილი მოთხოვნა ძირითადად იმ ფაქტით აიხსნება, რომ ორივე მოდელი ახალ თაობაზე გადავიდა. ამასთან, კლიენტთა უმრავლესობა ძვირადღირებულ ყველგანმავლებზე აკეთებს არჩევნებს.