ანტივირუსული პრეპარატების შექმნა ყოველთვის ძალიან დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული, – ამის შესახებ „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, ჯანდაცვის ექსპერტმა, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.
მან „ფორტუნას“ ეთერში ანტივირუსული პრეპარატის შექმნის რთულ პროცესზე ისაუბრა და აღნიშნავს, რომ საზოგადოებამ მასზე დიდი აქცენტი არ უნდა აიღოს.
„საინტერესოა ის ფაქტი, რომ თავიდან ვაქცინაციის პროცესში ჩართულობა ძალიან აქტიური იყო. არ ვიცი ეს რისი ბრალია, ანტივაქსერობის თუ ინფორმაციის ნაკლებობის, რადგან მოგეხსენებათ, ბავშვობიდან ვიცრებით და ჩვენთვის ვაქცინაცია უცხო ნამდვილად არ არის.
ძალიან ხშირად მესმის პაციენტებისგან, რომ "ფაიზერით" აცრილები უკვე ჩვეულებრივი ვირუსული ინფექციითაც არ ავადდებიან - რა ისტორიას იხსენებს ჯანდაცვის ექსპერტი
"უნდა გვახსოვდეს, რომ თუ გადაიტანს ადამიანი ვირუსს, ეს არ ნიშნავს, რომ არ უნდა აიცრას",- აცხადებს ჯანდაცვის ექსპერტი.
ანტივირუსული პრეპარატების შექმნა ყოველთვის ძალიან დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. სულ ერთი ორი, რამდენიმე თითზე ჩამოსათვლელი ანტივირუსული პრეპარატი არსებობს, მაგალითად, С ჰეპატიტის, ღმერთის წყალობით.
ძალიან ძნელია ვირუსი გაანადგურო, როდესაც ის უჯრედში იმალება ე.ი. ფაქტობრივად, ის უჯრედით უნდა გაანადგურო.
აქედან გამომდინარე, ჩვენ არ უნდა ავიღოთ აქცენტი იმაზე, რომ აი, ძალიან მალე გამოვა ანტივისურული პრეპარატი.
ძალიან დიდი ბოდიში, ამის ლოდინში ძალიან ბევრ სიცოცხლეს, ადამიანს ვკარგავთ’, – განაცხადა ჯანდაცვის ექსპერტმა გადაცემაში „კვირის თემა“.