LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკატერინე ტიკარაძე გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფება

97
ეკატერინე

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფება.

ტიკარაძე თანმხლებ პირებთან ერთად სამედიცინო დაწესებულების იმ კორპუსში იმყოფებოდა, სადაც სავარაუდოდ, თანხმობის შემთხვევაში გლდანის ციხის საავადმყოფოდან მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა იგეგმება. ჰოსპიტლის აღნიშნული კორპუსიდან ტიკარაძემ სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციულ შენობაში გადაინაცვლა.

ჯერჯერობით, ჯანდაცვის მინისტრის და პოლიპროფილური სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მხრიდან ტექნიკურ საკითხებსა და სხვა დეტალებზე კომენტარი არ გაკეთებულა.

შეგახსენებთ, იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილს გლდანის მე-18 დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g