LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცა“ – სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად 500-მდე ადამიანი მოიწამლა

445

სირიაში, აღმოსავლეთ ღუთას ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად 500-მდე ადამიანი მოიწამლა. ამის შესახებ „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე“ დაყრნობით საერთაშორისო მედია იტყობინება.

ორგანიზაცია ნივთიერების დასადგენად, დეტალურ გამოძიებას და თავდასხმის ადგილის დათვალიერებას უსწრაფეს ვადებში ითხოვს.

ოფიციალური მონაცემებით, 8 აპრილს ღუთაში ტოქსიკური გაზის გამოყენებას, ჯამში 70 ადამიანი ემსხვერპლა, რომელთაგან 43-ს ქიმიური ინტოქსიკაციის ნიშნები აღენიშნებოდა. აშშ-მ მომხდარზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა, რომელსაც მოსკოვი უარყოფს.