ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წნორის კლინიკაში მოთავსებული 8 სამხედრო მოსამსახურის მდგომარეობა სტაბილურია. პაციენტებს შესაბამისი მკურნალობა ადგილზე უტარდებათ. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 5 სამხედრო მოსამსახურე კი ამ დროისთვის თბილისში გადმოჰყავთ.
კახეთში, სოფელ ბოდბეს მიმდებარედ, თავდაცვის სამინისტროს კუთნილი ”კამაზის” მარკის ავტომანქანა ამოტრიალდა, რომელშიც 37 სამხედრო მოსამსახურე იჯდა.