LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანდაცვის სისტემის კიდევ უფრო გასაძლიერებლად: განახლებული გაიდლაინი შემუშავდა

104
1

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა, ჯანმო-ს და ევროკავშირის მხარდაჭერით, კოვიდ-19-ის გავლენის შესამცირებლად, განახლებული გაიდლაინი შეიმუშავა და მედპერსონალი სრულად გადაამზადა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა კოვიდ-19-ის ინფექციის პრეჰოსპიტალურ ეტაპზე პრევენციისა და კონტროლის გაიდლაინი, სტანდარტული ოპერაციული პროცედურების დოკუმენტი მოამზადა.

საერთაშორისო პროგრამის „სოლიდარობა ჯანმრთელობისთვის“ ფარგლებში, საქართველოს 10 რეგიონში 140 სპეციალისტი მომზადდა, რომლებმაც ინფექციის გავრცელების პრევენციისა და მედპერსონალის პირადი უსაფრთხოების დაცვის შესახებ სპეციალური კურსი გაიარეს.

”პოსტკრიზისულ პერიოდში, როდესაც საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა შედარებით სტაბილურია, ყველა ძალისხმევა ჯანდაცვის სისტემის კიდევ უფრო გაძლიერებისკენ უნდა მიიმართოს” – განაცხადა საქართველოში ჯანმო-ს წარმომადგენელმა სილვიუ დომენტემ. მისივე თქმით, ”ჯანდაცვის მუშაკების – ფრონტის ხაზზე მყოფი ადამიანების დაცვა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ მათ შეაქვთ მნიშვნელოვანი წვლილი COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. მოხარული ვართ, რომ ტრენინგის მონაწილეებმა თეორიული ცოდნასთან ერთად პირადი დამცავი აღჭურვილობის სწორად გამოყენების უნარებიც შეიძინეს”.

გადამზადებული 140 სპეციალისტი, თავის მხრივ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ცენტრის 7000-ზე მეტ თანამშრომელს – სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალსა და სოფლის ექიმებს გაუზიარებს ცოდნას. გადაუდებელი დახმარების ცენტრის მედპერსონალი კოვიდ-19-ის სტანდარტული ოპერაციული პროცედურების შესახებ განახლებულ გაიდლაინებს პერმანენტულად გაეცნობა.

პოპულარულები