LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანმო: შემთხვევები იზრდება, მკაცრი ნაბიჯები უნდა გადავდგათ

149
106369637-1580739181178gettyimages-1197376971-e1586855595537

“ინფექციის გადაცემის შემთხვევები იზრდება, მის წინააღმდეგ მკაცრი ნაბიჯები უნდა გადავდგათ” – ასეთ მოწოდებას ავრცელებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

ტედროს ადანომ გებრეისუსი მოსახლეობას კვლავ ჰიგიენური ნორმებისა და კარანტინის დაცვისკენ მოუწოდებს.

“ახლა ყველაზე მთავარია ადამიანების სიცოცხლე გადავარჩინოთ. COVID- 19 არ ცნობს საზღვრებს, იდეოლოგიებს, პოლიტიკურ პარტიებს. გაიხსენეთ, რამდენად ხშირად იბანთ ხელს და იცავთ მინიმალურ ჰიგიენურ ნორმებს, ასევე სოციალურ დისტანციას.”

 

ევროკავშირმა და ჯანმომ საქართველოს 1,5 მილიონი პირადი დაცვის საშუალება გადასცეს

დახმარება ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 400 მილიონ ევროიანი პაკეტის ნაწილია.

 

მსოფლიოში ბოლო 24 საათში, კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვი გაიზარდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში გლობალური მასშტაბით ვირუსი თითქმის 285 ათასს ადამიანს დაუდგინეს.

ესპანეთში აცხადებენ, რომ ქვეყანაში შესაძლოა, კორონავირუსის მეორე ტალღა უკვე დაწყებულია. ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაში ამბობენ, რომ ბოლო სამ კვირაში ვირუსის გავრცელების ტემპმა სამჯერ მოიმატა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტალღა აღმავალია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გაზრდილ მონაცემებს შემაშფოთებელს უწოდებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g