საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ჯანო ანანიძე, არჩევნებზე თბილისის, 60-ე საჯარო სკოლაში გამოცხადდა და თავისი მოქალაქეობრივი ვალი მოიხადა.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვის “სპარტაკის” ქართველმა ჰავბეკმა ტრავმა რუსეთის პრემიერლიგის მე-13 ტურში, სტუმრად “ტომთან” გასამართი მატჩის წინა ვარჯიშზე მიიღო.
ეს მისი პირველი საჯარო ფოტოა ტრავმის შემდეგ, რომელიც საქართველოში გადაიღო.