ჯანსუღ კახიძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, 2015 წელს, ჯ.კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ – კულტურული ცენტრის ინიციატივითა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით დაფუძნდა. პირველი ფესტივალი ქართველი დირიჟორის ჯანსუღ კახიძის 80 წლის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა. ფესტივალი ყოველწლიურია; “ ფესტივალის პროგრამა აგებულია თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და პოპულარული მუსიკის მსოფლიო ვარსკვლავების შემოქმედებით თანამშრომლობაზე.თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მონაწილეობდნენ ისეთი მსოფლიო ვარსკვლავები, როგორებიც არიან ‘The Manhattan Transfer’, ‘New York Voices’, ‘TAKE 6’, Ivan Lins, Bob James, Patti Austin, The Real Group., Dee Dee Bridgewater, „Janoska Ensemble“ ეს არის ფესტივალი, რომელიც განკუთვნილია ყველა ჟანრის მუსიკის მოყვარულთათვის.გარდა ამისა, ფესტივალი ეწევა ქართული პოპულარული მუსიკის პოპულარიზაციას და მსმენელს სთავაზობს საინტერესო პროექტებს ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით.
ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-8 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
ფესტივალის პროგრამა:
5 მაისი
ლეგენდარული TAKE 6 და თბილისის სიმფონიური ორკესტრი
დირიჟორი – ვახტანგ კახიძე
14 მაისი
თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრი ,,ბიგ-ბენდი“
23 მაისი
ჩაინა მოზესი და თბილისის სიმფონიური ორკესტრი
დირიჟორი – ვახტანგ კახიძე