LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში ფესტივალის „შემოდგომის თბილისის“ დასკვნითი კონცერტი გაიმართა

203

24 ოქტომბერს, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში ფესტივალის „შემოდგომის თბილისის“ დასკვნითი კონცერტი გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი ესწრებოდნენ.

დასკვნითი კონცერტი ცნობილი ქართველი კომპოზიტორის სულხან ცინცაძის 90 წლის იუბილეს მიეძღვნა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: თბილისის სიმფონიური ორკესტრი; სოლისტები – ნეკა სებისკვერაძე, მაკა ზამბახიძე, გიორგი სუხიტაშვილი; დირიჟორი – ვახტანგ კახიძე. კონცერტზე შესრულდა სულხან ცინცაძის მუსიკა კინოფილმებისთვის.

რიგით 23-ე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ 20 სექტემბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. პროექტის მხარდამჭერია თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g