LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანყი გურიაში: ლანჩხუთელებს ოთხი ლეგიონერი გაიპარათ

66

სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს ვებგვერდი “ჰო და არა”, რომლის მიხედვითაც, ზედ გადამწყვეტი მატჩების წინ, ლანჩხუთის „გურია“ ოთხმა ლეგიონერმა დატოვა. არსებული ინფორმაციით, კლუბის გრიგოლეთის საწვრთნელი ბაზა დატოვეს პანამელმა და კოსტა-რიკელმა ლეგიონერებმა: მცველებმა ალვინ ბენეტიმ და მორალეზ ნუნეზმა, ნახევარმცველმა ჯამალ როდრიგესმა და თავდამსხმელმა კარლოს სმოლმა. ამათგან, ბენეტის ბოლო დროს თამაში არ უწევდა, როდრიგესიც სათადარიგოდ მიიჩნეოდა, სამაგიეროდ, ძირითადის მოთამაშე გახლდათ ნუნეზი, ხოლო ყველაზე დიდი დანაკლისია სმოლი, რომელიც სამი ტურის წინ შეუერთდა გუნდს ოფიციალურად და არასრულ სამ შეხვედრაში სამი გოლის გატანა მოახერხა. თანაც სამივე მნიშვნელოვანი: ბათუმის „დინამოსთან“ დუბლი შეასრულა, ხოლო „ტორპედოსთან“ გადამწყვეტი გოლი გაიტანა. ნახსენები ოთხეული გრიგოლეთის ბაზიდან გაიპარა, სადაც „გურიაა“ დაბანაკებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები