LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯარისკაცების მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

57
BeFunky-collage (1)

ჯარისკაცების მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე ბრალდებულებს – გიორგი ბიჩელაშვილსა და დიმიტრი დევდარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომან ხორავამ ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.

მოსამართლის განმარტებით, ბრალდებულების მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედებისა და ასევე, სხვა საფრთხეებიც არსებობს, რის გამოც, მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უნდა გამოყენებულიყო.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე სახელმწიფო ბრალდება დაკავებულების – გიორგი ბიჩელაშვილისა და დიმიტრი დევდარიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. რაც შეეხება დაცვის მხარეს, დიმიტრი დევდარიანის ადვოკატი მისი 5 000-ლარიანი გირაოს, გიორგი ბიჩელაშვილის ადვოკატი კი მისი დაცვის ქვეშ მყოფის 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

შსს-ს თანამშრომლებმა სავალდებულო სამსახურში მყოფ ჯარისკაცებს ტუალეტის იატაკები ახეხინეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g