მედია ყველასათვის მოულოდნელმა ინფორმაციამ მოიცვა. ტაბლოიდები იუწყებიან, რომ ჯასტინ ბიბერი და ჰეილი ბოლდუინი ექვსწლიანი ქორწინების შემდეგ, ერთმანეთს დაშორდნენ. განქორწინებაზე რამდენიმე ფაქტი მიუთითებს: ჯასტინმა „მამის დღეს“ სოციალურ ქსელში გაურკვეველი პოსტები გამოაქვეყნა და მალევე წაშალა. ჰეილიმ კი დაწერა, „მამის დღე – უბედურებაა“ და წაშალა მეუღლესთან გადაღებული ყველა საერთო ფოტო.
ყოველივე ამის ფონზე, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ჯასტინ ბიბერის კომენტარი ახალბედა, 17 წლის მსახიობის, არიანა გრინბლატის „ინსტაგრამ პოსტზე“.
„მე შენ მიყვარხარ“, – უწერს ჯასტინი გოგონას ფილმ, Fear Street: Prom Queen-ის „ტრეილერზე“.
სწორედ 24 მაისით დათარიღებულ კომენტარს მოჰყვა მედიაში დიდი ვნებათაღელვა. საზოგადოება ჯასტინს არასრულწლოვანი გოგონას მიმართ მსგავს დამოკიდებულებას მიუღებლად მიიჩნევს.
„სელენა გომესს გაჭრილი ვაშლივით ჰგავს“, „სელენა 2 იპოვა?“, „იქნებ დაშორების მიზეზი სწორედ არიანაა?!“, – არ წყდება კომენტარები.


რაც შეეხება ჯასტინისა და ჰეილის შესაძლო დაშორების მიზეზებს. დაშორების ერთ-ერთი მოტივი შესაძლოა ფინანსური პრობლემებიც იყოს. ჰეილიმ ცოტა ხნის წინ თავისი კოსმეტიკური ბრენდი, Rhode ერთ მილიარდ დოლარად გაყიდა და სავარაუდოდ, სწორედ გაყიდვამდე განქორწინდა, რათა ჯასტინთან შემოსავალი არ გაეზიარებინა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეებში წყვილის ურთიერთობა აშკარად დაიძაბა. ჯასტინი სოციალურ ქსელში ჰეილის ბლოკავდა და უცნაურ პოსტებს ავრცელებდა.
„დავიღალე ურთიერთობებით, რომლებიც მხოლოდ გარიგებაზეა დაფუძნებული. თუ იმისთვის მიყვარხარ, რომ რაღაც გაგიკეთო, ეს არ არის სიყვარული. ხალხი მეუბნება, რომ მკურნალობა მჭირდება, მაგრამ არ გიფიქრიათ, რომ შემეძლოს, საკუთარ თავს არ ვუშველიდი? ვიცი, რომ გატეხილი ვარ. ვიცი, რომ ჩემში არის სიბრაზის დიდი დოზა. რაც უფრო ვცდილობ შეცვლას, მით უფრო ვიკეტები საკუთარ თავში“, – დაწერა მომღერალმა სულ ცოტა ხნის წინ და მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტოები გაავრცელა.
განშორებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არცერთ მხარეს არ გაუკეთებია.
