ჯასტინ ბიბერი, ავრილ ლავინი და რაიან გოსლინგი ერთმანეთის ნათესავები არიან. ინფორმაცია ამის შესახებ ჯეი ბიმ გაავრცელა, რომელმაც ვარსკვლავებთან ნათესაური კავშირი საიტზე – Ancestry.com აღმოაჩინა. მან ,,ინსტაგრამზე” გენეალოგიური ხის ფოტო გამოაქვეყნა.
,,ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო დღეა. აღმოვაჩინე, რომ ერთდროულად, რაიან გოსლინგისა და ავრილ ლავინის ნათესავი ვარ” – დაწერა 25 წლის მომღერალმა.
ცნობილი გახდა, რომ გოსლინგი ბიბერის მე-11, ლავინი კი – მე-12 თაობის ბიძაშვილია.
აღსანიშნავია, რომ სამივე სელებრითი წარმოშობით კანადიდანაა.