მიუხედავად ბოლო დროს გავრცელებული ხმებისა ჯასტინ ბიბერისა და სელენა გომესის განახლებული რომანის შესახებ, როგორც ჩანს, ბიბერის გული უკვე სხვა გოგონას ეკუთვნის. თავის „ინსტაგრამზე“ კანადელმა მომღერალმა უცნობი ლამაზმანის ფოტო გააზიარა, რომლის ვინაობაც თავად ჯასტინისთვისაც საინტერესო აღმოჩნდა. ფოტოს მომღერალმა შემდეგი კომენტარი დაურთო: „ღმერთო, ვინ არის ეს?“
ბიბერის ფანებმა მალევე გაარკვიეს, რომ გოგონას სინდი კიმბერლი ჰქვია და ის ჯასტინის დიდი ხნის თაყვანისმცემელია.
ახლა კი, როდესაც უცნობი ლამაზმანის ვინაობა დადგენილია, მოელიან, რომ ის ჯასტინის მოდმევნო სიყვარული გახდება.
