თურქული მედიის ინფორმაციით, 30 ივლისს, სტამბოლში, ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტზე ტერაქტი იგეგმებოდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სამართალდამცველებმა ტერორისტული თავდასხმის მცდელობა წარმატებით აღკვეთეს.
როგორც ცნობილია, დაგეგმილი პერფორმანსის წინა დღეს რამდენიმე ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ თავდასხმის მუქარა გაავრცელა, რასაც სწრაფი რეაგირება მოჰყვა.
კონცერტზე უსაფრთხოების მკაცრი ზომები იყო მიღებული. მასშტაბურ ივენთზე, რომელსაც 20 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო, 1000 სპეცრაზმელი იყო მობილიზებული. ადგილზე ასევე ათასობით სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციელი და კონტრტერორისტული ჯგუფი იმყოფებოდა.
საბედნიეროდ, კონცერტი მშვიდობიანად ჩატარდა და ჯეი თის გამოსვლამ სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის სტადიონზე, ექსცესების გარეშე ჩაიარა.
ცნობისთვის, ჯასტინ ტიმბერლეიკი თურქეთში 11 წლის შემდეგ წარდგა.
შეგახსენებთ, რომ მაისში, ტერორისტული თავდასხმა აღკვეთეს ლედი გაგას უფასო, ისტორიულ კონცერტზეც, რომელიც კოპაკაბანას სანაპიროზე გაიმართა.
ლედი გაგას უფასო კონცერტზე ტერაქტი იგეგმებოდა – ბრაზილიის პოლიცია საგანგებო განცახდებას ავრცელებს

