LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ჯასტინ ტიმბერლეიკის ახალი დისკის პრეზენტაციაზე *NSYNC სრული შემადგენლობით სცენაზე ათწლეულის შემდეგ პირველად ამღერდა

143
Untitled

ჯასტინ ტიმბერლეიკმა ახალი დისკის გამოსვლამდე და მასშტაბურ მსოფლიო ტურნეში გამგზავრებამდე, მსმენელს დაუვიწყარი სანახაობა მოუწყო.

ამერიკელმა მომღერალმა ლოს-ანჯელესში, მომავალი ფირფიტის პრეზენტაცია გამართა, ყველასთვის მოულოდნელად კი აუდიტორიის წინაშე, *NSYNC-ის თანხლებითაც წარდგა.

აღსანიშნავია, რომ ჯგუფს სრული შემადგენლობით სცენაზე 2013 წლის შემდეგ არ უმღერია. ათწლეულზე მეტი ხნის წინაც, ბენდის სხვა წევრები ჯეი თის MTV Video Music Awards-ზე, სპეციალური პერფორმანსისას შეუერთდნენ.  მაშინ ტიმბერლეიკს პრესტიჟული პრემია – ,,მაიკლ ჯექსონის ვიდეო ავანგარდის ჯილდო’’ მიენიჭა.

ცნობისთვის, კოლექტივმა პუბლიკას კლასიკური ჰიტები – Gone, Girlfriend, Bye Bye Bye და It’s Gonna Be Me, სიურპრიზად კი სიმღერის – Paradise პრემიერა შესთავაზა.

ჯასტინ ტიმბერლეიკის მომავალ დისკში *NSYNC-ის ახალ სიმღერასაც მოვისმენთ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები