გუშინ ჯასტინ ტიმბერლეიკი კიდევ ერთხელ გახდა ჯიმი ფელონის შოუს საპატიო სტუმარი. გადაცემის მსვლელობისას მომღერალმა და მსახიობმა პირველად წარმოადგინა თავისი წამოზრდილი შვილის, საილას რენდალის სურათები.
„ეს ყველაზე გიჟური, საოცარი, ლამაზი, არაჩვეულებრივი და უჩვეულო მოვლენაა, რაც ჩემს ცხოვრებაში მომხდარა. ჩემმა შვილმა უკვე თქვა პირველი სიტყვა და ეს „მამა“ იყო, რაც ძალიან მახარებს“- განაცხადა ჯასტინმა.
შეგახსენებთ, რომ ტიმბერლეიკისა და ჯესიკა ბილის ვაჟი ქვეყანას 10 აპრილს მოევლინა. ჯესიკას ორსულობის შესახებ ჟურნალისტებმა 2014 წლის შემოდგომაზე გაიგეს, ინფორმაცია ჯასტინმა ოფიციალურად თებერვალში დაადასტურა, როდესაც მეუღლის მომრგვალებული მუცელით ფოტო გამოაქვეყნა.