ჯეი-ზი მუსიკალური მოღვაწეობის 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად ორ გრანდიოზულ, მასშტაბურ კონცერტს გამართავს. რეტროსპექტული კონცერტები შემოდგომაზე, პარიზსა და ლოს-ანჯელესში გაიმართება.
კონცერტი პარიზში 10 სექტემბერს, ხოლო ლოს-ანჯელესში – 23 ოქტომბერს ჩატარდება.

ამ შოუების დაანონსება მოჰყვა მის წარმატებულ გამოსვლას ფესტივალზე – Roots Picnic და იანკის სტადიონზე დაგეგმილ სამივე სრულად გაყიდულ კონცერტს.
ცნობისთვის, ჯეი-ზიმ მაღალი მოთხოვნის გამო იანკის სტადიონზე მარტში დააანონსებულ ორ კონცერტს, მალევე მესამე დაამატა. დამატებითი შოუ 12 ივლისს შედგება და როგორც ცნობილია რომელიმე კონკრეტულ ალბომს არ მიეძღვნება – ის წინა ორი დღის ენერგიის გაგრძელება იქნება.
საკულტო ალბომების იუბილეებთან დაკავშრებით ჯეი-ზი იანკის სტადიონზე მასშტაბურ პერფორმანსებს გამართავს