ჯეი-ზის მუსიკალური მოღვაწეობის 30 წლის იუბილესთან, ასევე ორი საკულტო ალბომის – Reasonable Doubt და The Blueprint გამოსვლიდან 30-ე და 25-ე საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებული კონცერტების სერია კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს.
ახლახან, ცნობილი გახდა, რომ საზეიმო ღონისძიებით რეპერი ლონდონშიც წარდგება და 4 სექტემბერს, ტოტენჰემ ჰოტსპურის სტადიონზე იმღერებს.
ლონდონის გარდა, ჰიპ ჰოპ არტისტი პერფორმანსებს პარიზსა და ლოს-ანჯელესშიც გამართავს.
ჯეი-ზი მუსიკალური მოღვაწეობის 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად ორ რეტროსპექტულ კონცერტს გამართავს

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირაში ჯეი-ზი სამ თანმიმდევრულ კონცერტს ნიუ-იორკში, იანკის სტადიონზე ჩაატარებს.