2026 ჯეი-ზის კარიერაში მნიშვნელოვანი წელია, რაც საკულტო ალბომების იუბილეებთანაა დაკავშირებული.
ამ ეტაპზე, რეპერის მხრიდან ახალი სოლო ალბომის გამოშვების შესახებ ოფიციალური დასტური არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა ინფორმაცია შესაძლო ახალ პროექტზე, ახლახან ეს ჭორები მისმა ხმის ჩამწერმა კომპანიამ – Roc Nation უარყო.
თავად ჰიპ ჰოპ არტისტმა აღნიშნა, რომ მუსიკას მხოლოდ მაშინ ჩაწერს, როცა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი სათქმელი ექნება.
ამ დროისთვის, ჯეი-ზის ბოლო სოლო ალბომი 2017, ხოლო მეუღლესთან, ბიონსესთან კოლაბორაციული – 2018 წლით თარიღდება.
შემოქმედებითი პაუზის მიუხედავად, რეპერი 30 მაისს ფესტივალის – Roots Picnic ჰედლაინერად მოგვევლინა და ათ წლიანი პაუზის შემდეგ სცენაზე ჯგუფ – The Roots-თან ერთად წარდგა.
10 და 11 ივლისს, ჯეი-ზი გრანდიოზულ პერფორმანსებს, იანკის სტადიონზე გამართავს.
როგორც ცნობილია, 10 ივლისის კონცერტი მისი სადებიუტო ალბომის – Reasonable Doubt გამოსვლიდან 30-ე, საიუბილეო თარიღს მიეძღვნება, 11 ივლისის კონცერტი კი წინა დღის გაგრძელება იქნება და კიდევ ერთი კლასიკური ალბომის – The Blueprint (2001) 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით შედგება.