LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეი-ზიმ საკუთარი იუბილე ბიონსესთან ერთად კინოთეატრში აღნიშნა (ფოტო)

86

3 დეკემბერს ჯეი-ზი 48 წლის გახდა. იუბილე ცნობილმა რეპერმა მეუღლესთან ერთად აღნიშნა და ვუდი ალენის ფილმის, „Wonder Wheel” პრემიერას დაესწრო, რომელშიც მთავარ როლებს ჯასტინ ტიმბერლეიკი და კეიტ უინსლეტი ასრულებენ.

ბიონსეს კაბა ეცვა, რომელიც შავ და ყვითელ ფერებში იყო, ზემოდან კი ლურჯი ფერის ქურქი ეცვა და გველის ტყავისგან დამზადებული ხელჩანთა ეჭირა. ჯეი-ზიმ კი უპირატესობა შინდისფერ პიჯაკსა და შარვალს და თეთრ ფეხსაცმელს მიანიჭა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში წყვილს ტყუპები შეეძინა. მათ გარდა მუსიკოსებს უფროსი ქალიშვილი, ბლუ აივიც ჰყავთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები