LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეიდა პინკეტ სმიტმა დუმილი დაარღვია და პირველი კომენტარი გააკეთა

10698
page

„ოსკარების“ ცერემონიაზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ჯეიდა პინკეტ სმიტმა დუმილი დაარღვია და პირველი კომენტარი გააკეთა. აღსანიშნავია, რომ უილ სმიტის ცოლს ავტოიმუნური დარღვევა, ალოპეცია აქვს, რის გამოც თმა არ ამოსდის. ის ამ ფაქტს არასდროს მალავდა და პრობლემის შესახებ ხშირად საუბრობდა, შესაბამისად, წარმოუდგენელია, კრის როკს ეს არ სცოდნოდა.

„უილ სმიტს კრის როკის ადგილზე 200 მილიონს მოვთხოვდი“ – ჯიმ ქერის მწვავე განცხადებები უილ სმიტისა და კრის როკის დაპირისპირების შესახებ

პირველი მსახიობი ისტორიაში, რომელსაც შესაძლოა „ოსკარი“ ჩამოართვან – უახლესი დეტალები უილ სმიტისა და კრის როკის დაპირისპირების შესახებ

მან „ინსტაგრამზე“ ფოტო დადო წარწერით: „ეს განკურნების/გამთელების სეზონია და მე აქ სწორედ ამისთვის ვარ“.

ბევრმა ეს სიტყვები ჯეიდასგან ისე მიიღო, თითქოს ის კრის როკს, უკბილო ხუმრობას პატიობს.

„ჰოლივუდს ჯერ კიდევ მაშინ შევუერთდი, როცა თმას მაქსიმალურად ევროპული იერი უნდა ჰქონოდა. ეს ჩემთვის რთული იყო, რადგან ხვეული თმა ყოველთვის მომწონდა. თმის გაკეთება ყოველთვის ისე მიწევდა, რომ მისი ბუნებრივი ფორმა არ გამოჩენილიყო. მე კი ისეთი გრძნობა მქონდა, რომ იმ ადამიანს ვთამაშობდი, რომელიც არ ვიყავი.“ –  განაცხადა ჯეიდამ წინა ჩართვებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები