LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეიკ გილენჰოლის კრივის ვარჯიშების საიდუმლო და ცაციას დიეტა

63

რამდენიმე ხნის წინ ჩატარდა ფსიქოლოგიური კვლევა, იმის შესახებ, თუ როგორ დადებით ეფექტს ახდენს ტვინზე ვარჯიშის დროს მუსიკის მოსმენა. მაგალითად  ბილ კონტის მუსიკის მოსმენა  სილვესტერ სტალონეს მონაწილეობით, ფილმში „როკი“, ან თუნდაც რასელ ქროუს, ჯეიმს ბადოკის ვარჯიში, როდესაც ის დაშავებულია დიდი მატჩის წინ „კონკია კაცში“, ან  მარკ ველბერგის პერსონაჟი „მიკი ვარდი„  რომელიც რჩება შრომისმოყვარე და  ვარჯიშობს, მიუხედავად მძიმე ცხოვრებისა, ფილმში „მებრძოლი“. ამ მომენტებმა შთაგონება მისცა ბევრ ადამიანს და უბიძგა დამატებითი მილი გაევლოთ დილის ვარჯიშის დროს.

გამოკითხვაში ყველაზე მეტად ფილმი „ცაცია“ დომინირებდა, რომლის რეჟისორიც ანტონ ფაქუა გახლავთ, მთავარ როლს კი ჯეიკ  გილენჰოლი ასრულებს. ფილმში მოთხრობილია საშუალო წონით კატეგორიაში მოღვაწე მოკრივის, ბილი ჰოფის ისტორია, რომელიც თავს არ ზოგავს კარიერული წინსვლისთვის და  დიდი ბრძოლისთვის ემზადება. ფილმის რეჟისორმა ჯეიკს როლის მოსარგებად, პერსონალური მწვრთნელი, ტერი კლეიბონი დაუქირავა, რადგან ჯეიკს  ჰქონოდა გადაღებების დროს იმის განცდა, თუ რას ნიშნავს როდესაც ემზადები გადამწყვეტი ბრძოლისათვის.

 

 

ტერი კლეიბონი დიდი ხანია რაც ლოს-ანჯელესში კრივის საუკეთესო მწვრთნელთა შორის მოღვაწეობს, აქვს თავისი სპორტდარბაზი, სადაც ის მსახიობს პროფესიონალური მოკრივის დონეზე ავარჯიშებდა. რაზეც ჯეიკი მხოლოდ და მხოლოდ დადებითად საუბრობს.

ალბათ ყველასთვის საინტერესოა, როგორ მოახერხა მსახიობმა პროფესიონალურ მოკრივედ ჩამოყალიბება, თუმცა როგორც მისმა მწვრთნელმა განაცხადა, მთავარი მაინც ვარჯიში და სწორი კვება გახდა. მისი ვარჯიშების შესახებ, ბევრი ინფორმაცია ვრცელდება ინტერნეტში. გთავაზობთ რამდენიმე დავალებას, რომლისგანაც მსახიობი, მოკრივედ გადაიქცა:

 

 

დილის კროსი

ჯეიკისთვის პირველი და ყველაზე აუცილებელი, ყოველ დილით სირბილი აღმოჩნდა, რაც მისთვის არც აქამდე იყო უცხო. როგორც გაირკვა, ის ძველი მორბენალია, თუმცა მისი პირვანდელი დასაფარი მანძილი 4,5 კილომეტრიდან 8 კილომეტრამდე გაიზარდა და ესეც მხოლოდ მოთელვის მიზნით.

ლახტით ხტომა

შემდეგი ვარჯიში ლახტით ხტომაა. რომელიც მოკრივეებს რინგზე ადვილად მანევრირებაში ეხმარება. ეს დავალება თავად მსახიობმა მოითხოვა, რადგან როგორც სცენარის ავტორი იტყობინება, „ცაცია“ საკმაოდ მკვირცხლად იცვლიდა პოზიციებს, რის შედეგადაც მისი მოწინააღმდეგეები ადვილად იბნეოდნენ და მას ეძლეოდა შანსი მეტი დარტყმა მიეყენებინა მეტოქეთათვის. მსახიობი ამ ვარჯიშს მოთელვისთვის 15 წუთის განმავლობაში ასრულებს.

 

 

ფეხების სწრაფი მოძრაობა

იმისათვის რომ რინგზე მოწინააღმდეგეს შენთვის ნაკლები ზიანის მოყენება შეეძლოს,  აუცილებელია ფეხების სწრაფი მოძრაობა. ფეხებისა და ხელების მონაცვლეობითი სისწრაფე,  თან ისე რომ ორიენტაცია არ დაკარგო, უფრო მეტ კონცენტრაციას და ენერგიას მოითხოვს ვიდრე ლახტით ხტომა და ის ერთ-ერთი ძლიერი თავდაცვითი მექანიზმია.  „თავდაცვითი ვარჯიშები უფრო მეტად დამღლელია,  ვიდრე სხვა დანარჩენი, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ის რინგზე დაუცველის შთაბეჭდილებას ტოვებს და ადვილად შეიძლება მცირე შეჯახებისას ტრამვირებული აღმოჩნდეს, ეს უფრო დიდ დროს გვართმევს, ვიდრე ამას ვვარაუდობდით.“ – განაცხადა კლეიბონმა.

„კრივი აჩრდილებთან“

მსახიობსა და მწვრთნელს შეუძლიათ დიდხანს ივარჯიშონ ფეხებისა და ხელების კომბინაციებზე, თავდაცვით მონახაზებზე, მაგრამ სულელური „კრივი აჩრდილებთან“ თავადვე მეტყველებს შედეგებზე. ესეც ერთ-ერთი თავდაცვითი სავარჯიშოა გონებისათვის, იგი ხანგრძლივი და დაუღალავი შრომის შემდეგ ადვილად ხვდება დარტყმების ტრაექტორიას და ეხმარება სხეულს გაუცნობიერებლად მათ მოგერიებაში, რაც დამატებითი უპირატესობაა გადამწყვეტ მომენტებში.

 

 

ფორმისა და ძალის შენარჩუნება

გარდა სპეციალური კრივის ვარჯიშებისა, კლეიბონმა მსახიობის ფორმისა და სხეულის შენარჩუნებაზეც იზრუნა. მსახიობმა ფორმის შესანარჩუნებლად თავდაპირველად დღეში 500 ჩაჯდომაზე დაიწყო ვარჯიში, რომელიც საბოლოოდ 2000-მდე გაიზარდა. ამასთანავე სხეულის სხვა ნაწილების გაჯანსაღებისათვის გამოიყენეს აზიდვები, წამოწევები და სხვა ტრადიციული სპორტული ვარჯიშები.

დიეტა

გილენჰოლი საკმაოდ მხიარულად მიუდგა ამ საკითხს და თქვა, რომ მას ვარჯიშის განმავლობაში არანაირი აკრძალული ან სპეციალური დიეტა არ დაუცავს. „როდესაც ვარჯიშობ დაუღალავად ბევრს და დიდი რაოდენობით ენერგიისაგან იცლები, აუცილებელია მიირთვა ნებისმიერი სახის საკვები, განსაკუთრებით კი ის პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ დიდი რაოდენობით პროტეინს“ – განაცხადა მსახიობმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები