ჯეიკ ჯილენჰოლი ჯეიმს კორდენის შოუს სტუმრობდა. ამერიკელი მსახიობი გადაცემის წამყვანთან ერთად აუდიტორიის წინაშე, უჩვეულო ამპლუით წარდგა.
შოუში, 38 წლის ვარსკვლავმა 40 წლის სატელევიზიო სახესთან ერთად, უიტნი ჰიუსტონის 1986 წლის ჰიტი Greatest Love of All შეასრულა.
შეგახსენებთ, რომ Greatest Love of All უიტნი ჰიუსტონის სადებიუტო სტუდიურ ალბომში – Whitney Houston შედის. სიმღერა 29-ე ,,გრემიზე” ,,წლის ჩანაწერის” ნომინაციაში წარადგინეს.